“მილანი” საკუთარ მოედანზე “არსენალთან” დამარცხდა (ვიდეო)
ევროპა ლიგის 1/8-ფინალების ცენტრალურ მატჩს “სან სირომ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “როსონერი” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა. ექსპერტთა უმეტესობა გამარჯვებას “მილანს” უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ტემპიც საკმაოდ მაღალი იყო. ანგარიში შეხვედრის 15-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს აარონ რემზის გოლი მოჰყვა.
ჯენარო გატუზო მატჩის მეორე ნახევარში მთელი ძალებით ცდილობდა შეხვედრის შემოტრიალებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა. იტალიელებმა ერთი გოლიც კი ვერ გაუტანეს ცუდ ფორმაში მყოფ მეტოქეს და “ემირეტსზე” განწირულები ჩავლენ.
განმეორებითი მატჩი 15 მარტს, “ემირეიტს სტედიუმზე” გაიმართება.
“მილანი”: დონარუმა; როდრიგესი, რომანოლი, ბონუჩი, კალაბრია (ბორინი 79′); ბონავენტურა, ბილია, კესიე; ჩალჰანოღლუ (ნიკოლა კალინიჩი 62′), კუტრონე (ანდრე სილვა 67′), სუსო
მთავარი მწვრთნელი: ჯენარო გატუზო
“არსენალი”: ოსპინა; ჩემბერსი (მუჰამედ ელნენი 85′), მუსტაფი, კოშელნი, კოლაშინაცი (მაიტლანდ-ნაილსი 62′); რემზი, გრანიტ ჯაკა, უილშირი; მხითარიანი, მესუთ იოზილი (ჰოლდინგი 80′); დენი უელბეკი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი