ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გუარდიოლა დასაჯა!
პეპ გუარდიოლა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ იმ ყვითელი ბაფთის გამო დასაჯა, რომელიც მას რამდენიმე თამაშის მანძილზე ეკეთა და ამით იგი სოლიდარობას უცხადებდა კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს. საგულისხმოა, რომ ესპანელმა აღნიშნული ორგანიზაციისგან ორჯერ მიიღო გაფრთხილება, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.
ასოციაციის წარმომადგენელი, მარტინ გლენი აცხადებდა: “ბაფთა არის პოლიტიკური სიმბოლო. მწვრთნელი ამით მხარს უჭერს კატალონიის დამოკიდებლობას, რაც პოლიტიკური საკითხია. ფეხბურთში არ გვინდა პოლიტიკა!” ამ ყველაფერს გვარდიოლამ უპასუხა შემდეგით: “გლენს რეალობა არ ესმის.”
ასეა თუ ისე, პეპი პრემიერ ლიგის წინა ტურში, “ჩელსის” წინააღმდეგ ყვითელი ბაფთით აღარ გამოჩენილა. ის დასაჯეს! სასჯელი 20 000 ფუნტს შეადგენს, რაც დაახლოებით 23 000 ევროა. თუმცა, კატალონიელმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბაზელთან” “ეტიჰადზე” გამართულ შეხვედრაში მაინც გაიკეთა ეს ბაფთა – პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით UEFA-ს სხვა წესები აქვს.