“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი: “სათამაშო დისციპლინა გამოსასწორებელია”
დინამო თბილისთან წაგებული მატჩი, “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა შეაფასა.
“თამაში კარგად დავიწყეთ. საწყისი 35 წუთის მანძილზე, გარკვეული ეპიზოდების გარდა, გუნდი ისე თამაშობდა როგორც დაგეგმილი გვქონდა. შევძელით გოლის გატანა და სრულ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ და პირველი ტაიმის ბოლოს ორი გოლი გავუშვით.
სათამაშო დისციპლინა გამოსასწორებელია. გუნდს აქვს რესურსი მთელი მატჩი ისე ჩაატაროს, როგორც საწყის 35 წუთში ვთამაშობდით. აუცილებლად ვიმუშავებთ სათამაშო დისციპლინის კუთხით. ეს არის პრინციპი, რომელიც არასდროს უნდა დაირღვეს”. – ამბობს “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი.
ეროვნული ლიგის მე-2 ტურში გამართული თბილისური დერბი, სტუმართა გამარჯვებით, 1:4 დასრულდა.