“იფრინე კერძო თვითმფრინავით, როცა შენი შვილის ტანსაცმელი ხელით ირეცხება”
“სტოკ სიტის” თავდამსხმელის, ხესე როდრიგესის ყოფილმა მეუღლემ, აურა რუისმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. რუისმა 25 წლის ფეხბურთელი გააკრიტიკა და ის შვილისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა.
როგორც იცით, ხესე როდრიგესსა და აურა რუის დაახლოებით 10 თვის წინ შვილი შეეძინათ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და დაბადებიდან სიცოცხლისათვის იბრძვის. წყვილი ერთმანეთს იანვრის ბოლოს დაშორდა.
“ფრენა კერძო თვითმფრინავით. ათასობით ევროს ღირებულების ალმასებთან ერთად გადაღებული ფოტოების ატვირთვა სოციალურ ქსელში – ეს მაშინ, როცა შენი შვილის პატარა ტანსაცმელი ხელით ირეცხება.
გააგრძელე ფულის ხარჯვა მეგობრებთან ერთად, მოგზაურობა, ავტომობლებისა და ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის შეძენა, როცა შენ შვილს რთული პერიოდი უდგას. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ვაჟზე შენი დახმარების გარეშე ვიზრუნებ. შენ გადაწყვიტე, რომ გული გვატკინო.
მოულოდნელად, მითხარი, რომ ყველაფრის თანხა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს უნდა გადაეხადათ. ისინი გვერდში მიდგანან, რადგან ნამდვილი ადამიანები არიან და ნიანი უყვართ”, – წერს აურა რუისი.