ნეიმარი პარიზულმა ცხოვრებამ დაღალა და მუნდიალამდე კლუბის გამოცვლას აპირებს
ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, As-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალი” ნეიმარ ჟუნიორის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. დიდი ალბათობით, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი მადრიდულ გრანდში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადავა.
ნეიმარი პარიზული ცხოვრებისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს და მის ამჟამინდელ ვითარებას ასე აღწერს “ეს ხუთი თვე ხუთ წელს უფრო გავს”. როგორც იცით, სიტუაციას ტრავმასთან ერთად “პსჟ”-ს მიერ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხიც ამწვავებს.
ესპანური წყაროს ცნობით, გასულ თვეში ნეიმარის მამამ სპეციალური შეხვედრა გამართა “რეალის” წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ნეიმარის ტრანსფერზე ისაუბრეს. ნეიმარის მამამ მადრიდელთათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “პსჟ” ბრაზილიელ სუპერვარსკვლავთან გამომშვიდობებას ადვილად არ აპირებს.
როგორც მოსალოდნელია, ფლორენტინო პერესი უკან დახევას არ გეგმავს. “რეალის” ფეხბურთელები კი მზად არიან, ნეიმარი დიდი სიამოვნებით მიიღონ გუნდში.