ჩალჰანოღლუ: “მატჩის საუკეთესო მოთამაშე მსაჯი იყო”
“მილანის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ “არსენალთან” გამართული მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა.
როგორც იცით, ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “არსენალმა” “მილანი” საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. 39-ე წუთზე დანი ველბეკი “როსონერის” საჯარიმოში წაიქცა, არბიტრმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი თავად ველბეკმა შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა.
“როცა ამ სტადიონზე სტუმრად ხარ, კარგად თამაში ადვილი არ არის, თუმცა ჩვენს ეს გამოგვივიდა. პირველი გოლი გავიდანეთ, შემდეგ კი უცნაურ სიტუაციაში ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ. ევროპის ლიგის დონის ტურნირზე ასეთი რამ ნორმალური არ არის. რიკარდო როდრიგესი მეტოქეს არ შეხებია, მაგრამ მსაჯისათვის ეს პენალტი იყო.
აშკარაა, რომ ამ ეპიზოდმა თამაშის სცენარი შეცვალა. გოლის გაშვების შემდეგ საგოლე მომენტი მალევე შევქმენით, მაგრამ ის ვერ გამოვიყენეთ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მსაჯი იყო და ამას არასოდეს დავივიწყებ”, – უთხრა ჩალჰანოღლუმ “მილანის” ტელევიზიას.
Danny Welbeck dives to win a penalty vs AC Milan.. its back to 1-1 as hes scored from it pic.twitter.com/3zXlPawn3r
— ArsenalUpdates (@ArsenalEdits___) March 15, 2018