დიტმარ ჰამანი ადასტურებს: “ბაიერნში პოჩეტინოს დანიშვნის ვარიანტს განიხილავენ”
მიუნხენის “ბაიერნის” მომავალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ხელმძღვანელები საკმაოდ აქტიურად განიხილავენ მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობით არის განთქმული.
ამ ინფორმაციას “ლივერპულის” ყოფილი გარემარბი, დიტმარ ჰამანიც ადასტურებს:”ყველა იმას ამბობს, რომ “ბაიერნში” მთავარი მწვრთნელი ტომას ტუჰელი გახდება, მაგრამ მე ამის არ მჯერა.
რამდენადაც ვიცი, “ბაიერნი” პოჩეტინოს დაუკავშირდა და მის კანდიდატურას ახლაც აქტიურად განიხილავენ. ისინი არჩევანის გაკეთებას საუკეთესო ვარიანტზე ცდილობენ. ჩემთვის კი ესეთი სწორედ რომ პოჩეტინოა.
მართალია, რომ მათი პრინციპების თანახმად “ბაიერნის” მწვრთნელი გერმანულად უნდა საუბრობდეს, მაგრამ ეს კრიტერიუმი გადამწყვეტი ნამდვილად არ არის,” – აცხადებს დიტმარი.