რონალდუს პოკერი და უხვგოლიანი მატჩი “ბერნაბეუზე” (ვიდეო)
ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილმა პუბლიკამ ბრწყინვალე დაპირისპირება იხილა – რონალდუს მიერ გაფორმებულმა პოკერმა მადრიდულ გუნდს გამარჯვებაში დიდი დახმარება გაუწია – 6:3.
ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე რონალდუმ გახსნა კროოსი პასიც, რასაც 29-ე წუთზე სტუანიმ უპასუხა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეტი გოლი არ გასულა.
ანგარიში მეორე ტაიმშიც რონალდუმ გახსნა (47′), ლუკას ვასკესმა კი რონალდუს პასით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუანიმ კვლავ გაიტანა (67), რონალდუს კი 64 წუთისთვის უკვე სამი გოლი ჰქონდა გატანილი. 86-ე წუთზე ბეილმა გაიტანა, 88-ე წუთზე ხუანპიმ, ხოლო ბოლო დამატებით წუთზე რონალდუმ პოკერის გაფორმება შეძლო.
ასე რომ, 29 ტურის შემდეგ “სამეფო კლუბი” 60 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და 4 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან “ატლეტიკოს”, ხოლო ლიდერ “ბარსელონასთან” სხვაობა 15 ქულას შეადგენს. “ჟირონა” 43 ქულით მეშვიდეა.
“რეალი”: კეილორ ნავასი; მარსელო, ნაჩო, ვარანი, კარვახალი; ასენსიო (გარეთ ბეილი 70′), კოვაჩიჩი (მოდრიჩი 71′), კროოსი, ლუკას ვასკესი; რონალდუ, კარიმ ბენზემა (ისკო)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“ჟირონა”: ბონო; მაფეო (ადაი 83′), ესპინოსა, ხუანპე, რამალიო, მოიცა; პონსი, გრანელ ნოგუე, გარსია(ლოსანო 83′); პორტუ, სტუანი (ოლუნგა 87′)
მთავარი მწვრთნელი: პაბლო მაჩინი