საქართველოს ქალთა ლიგა: ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო
20 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2018 წლის სეზონმა აიღო სტარტი.
ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია ხობში გაიმართა. სადაც გათამაშების დებიუტანტმა ხობის „კოლხეთმა“ ხაშურის ქალთა საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო გასული ორი ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ქუთაისის „მართვემ“. ქუთაისელები სტუმრად ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით – 4:0 მოიგეს.
პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები ასე დასრულდა:
ქსკ ლანჩხუთი – ქსკ თბილისის თბილისი 2:0
ქსკ ნორჩი დინამო – ქსკ გორი იუნაიტედი 6:0
ქსკ ნიკე – ქსკ ჩხოროწყუ 3:0
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ქალთა ლიგის გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ათიდან ორი გუნდი პირველად ჩაერთო ეროვნულ ჩემპიონატში. თბილისის „ნიკე“ და ხობის „კოლხეთი“ სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.
Gff.Ge