რაული “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგება სათავეში
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები კვლავ აგრძელებენ ჩვეული სისტემით მუშაობას და კლუბის ახალგაზრდულ გუნდში კიდევ ერთი ლეგენდა დაასაქმეს – 40 წლის რაულ გონსალესმა 18-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა.
როგორც იცით, რაული მადრიდულ კლუბს 2017 წლის ივლისის თვეში დაუბრუნდა და მას შემდეგ ზედმიწევნით სწავლობდა ახალგაზრდული გუნდის მართვის მეთოდებს. ესპანელი სპეციალისტი მწვრთნელის პროფესიონალურ ლიცენზიას აპრილის თვეში მიიღებს.
რაც შეეხება რაულის, როგორც ფეხბურთელის კარიერას, მან “ბლანკოსის” რიგებში 16 წელი გაატარა (1994-2010) და კლუბის უკვდავ ლეგენდად იქცა.