კოლუმბიამ საფრანგეთს დიდებული თამაში შემოუტრიალა (ვიდეო)
ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა ამხანაგური მატჩი საფრანგეთისა და კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, რომელიც საბოლოო ჯამში სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, 26-ე წუთზე კი ტომას ლემარმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. თითქოს, ყველაფერი უკვე გადაწწყვეტილი იყო, მაგრამ შეხვედრის 28-ე წუთზე მურიელმა თამაშში ინტრიგა დააბრუნა.
ფრანგ გულშემატკივართა გასაოცრად, კოლუმბიის ნაკრებმა საკუთარ თავში ძალა იპოვა და მთელი მეორე ტაიმი მათი უპირატესობით მიმდინარეობდა. შედეგიც სახეზეა – ჯერ ფალკაომ გაიტანა 62-ე წუთზე, ხოლო შემდეგ კინტერომ 85-ე წუთზე – 2:3.
საფრანგეთი: ჰუგო ლორისი; დინიე (ჰერნანდესი 78′), უმტიტი, ვარანი, სიდიბე; მატუიდი (პოგბა 65′), გრიზმანი (ტაუვინი 83′), მბაპე (დემბელე 65′); ოლივიე ჟირუ (ბენ იედერი 73′)
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი
კოლუმბია: ოსპინა; არიასი, მინა, სანჩესი, ფაბრა; აგილარი (ლერმა 68′), სანჩესი; ურიბე (ბარიოსი 90′), როდრიგესი (ქინტერო 83′), მურიელი, რადამელ ფალკაო (საპატა 68′)
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე პეკერმანი