სონ ჰინ მინი: “ჰარი კეინი მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელია”
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა სონ ჰინ მინმა თანაგუნდელ ჰარი კეინს საქებარი სიტყვრბი არ დააკლო, მეტიც – სამხრეთკორეელმა ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.
“კეინი ინგლისის ნაკრებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვინაიდან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ფეხბურთია და ხანდახან ტრავმები ხდება. ძალზედ სამწუხაროა, რომ “ტოტენჰემს” კეინის გარეშე მოუწევს თამაში, თუმცა სხვა მოთამაშეებმა ის უნდა ჩაანაცვლონ.
მე ჰარისნაირი არ ვარ. უბრალოდ ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ეს არის შესაძლებლობა, რომ რაიმეს მიაღწიო. ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რაც “ტოტენჰემში” ვთამაშობ, ბევრი რამ დავამტკიცე. აქ ყოფნა მომწონს, გუნდი ბევრს შრომობს და მეც სწორედ ეს მინდა.
რაც შეეხება მომავალს, წინასწარმეტყველება არ მხიბლავ, ვცხოვრობ დღიდან დღემდე”, – სონ ჰინ მინის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი ტერფის ტრავმის გამო აპრილამდე ვერ ითამაშებს.