ბრაზილიამ გერმანიის ნაკრები ბერლინში დაამარცხა (ვიდეო)
მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ (7:1) ბრაზილიის ნაკრები პირველად დაუპირისპირდა გერმანიის გუნდს. მატჩი ბერლინში გაიმართა და სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობიტ მიმდინარეობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელები ამ მატჩს სერიოზულად მოეკიდნენ და მხოლოდ ერთი შეცვლა განახორციელეს. გამარჯვების მომტანი გოლი კი გაბრიელ ჟეზუსის ანგარიშზეა (37′).
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ წინა მატჩში გერმანიის ნაკრებმა ესპანელებთან ფრე ითამაშა (2:2), ბრაზილიამ კი რუსეთი გაანადგურა (0:3).
გერმანია: ტრაპი; პლატენჰარდტი, რუდიგერი, ბოატენგი (სულე 68′), კიმიხი; კროოსი, გიუნდოგანი, სანე (შტინდლი 61′), დრაქსლერი, გორეცკა (ბრანდტი 61′); გომესი (ვაგნერი 62′)
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
ბრაზილია: ალისონი; ალვეში, ტიაგო სილვა, მირანდა; მარსელო; ფერნანდინიო, კაზემირო, პაულინიო; უილიანი, გაბრიელ ჟეზუსი, კოუტინიო (დიეგო კოშტა 73′)
მთავარი მწვრთნელი: ტიტე