დევიდ მეი: “შესაძლოა, პოგბას ცუდი ფორმა თმებზე გადამეტებული ზრუნვის შედეგიც იყოს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ მეი (1994-2003), პოლ პოგბას ცუდ ფორმაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ფრანგი ფეხბურთელი ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას.
“რიგ შემთხვევებსი პოგბა ძალიან საშიშ ფეხბურთელად გვევლინება, მაგრამ აქვს ცუდი პერიოდებიც. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა მისი ჩავარდნა მოედნის მიღმა არსებულ სამყაროზე. მაგრამ ფაქტია, რომ მას ყოველდღე ახალი ვარცხნილობა აქვს, შეიძლება ცუდი ფორმა ამის შედეგიც იყოს.
ჟოზე მოურინიო ყველაფერს აკეთებს, რათა მისთვის შესაფერისი პოზიცია იპოვოს და პოგბასგან საუკეთესო მიიღოს. შესაძლოა, მას კიდევ ერთი საყრდენი ნახევარმცველი სჭირდებოდეს, რომელიც ზურგს გაუმაგრებს და მეტ თავისუფლებას მისცემს.
მჯერა, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობს და უნდა, რომ გუნდს დაეხმაროს. პოგბა ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ, ვფიქრობ, გამოცდილება აკლია,” – აცხადებს მეი.