საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. თბილისში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში ფუტსალის ეროვნულ გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ავთანდილ ასათიანის ნაკრები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 და 5 აპრილს ინგლისს შეხვდება. ორივე ამხანაგურ მატჩზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა,რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი,თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი,თბილისი)
წინა ხაზი: კახა მაისაია (თელასი,თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), ლევან კობაიძე (აგორა,თბილისი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა),ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი)
საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებთა ორივე ამხანაგური შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური