“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბაიერნს” ვიდალის ტრანსფერში 60 მილიონს სთავაზობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდში კიდევ ერთი მებრძოლი ფეხბურთელის საჭიროებას გრძნობს და სიცარიელის შევსებას არტურო ვიდალის ტრანსფერით გეგმავს.
როგორც ცნობილი ხდება, 30 წლის ჩილელი ფეხბურთელის წარმომადგენელი, ფერნანდო ფელისევიჩი, უკვე შეხვდა ინგლისური კლუბის წარმომადგენელს მანჩესტერში.
ჩილური გამოცემის, La Cuarta-ს ცნობით, “წითელი ეშმაკუნები” მზად არიან, ამ ტრანსფერში მიუნხენურ კლუბს 60 მილიონი ევრო გადაუხადონ (42,6 მილიონი ფუნტი).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვიდალი, რომელსაც “ბაიერნთან” 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და წელიწადში 12,8 მილიონ ფუნტს იღებს ხელფასის სახით, “ჩელსის” ინტერესთა სფეროშიც არის მოქცეული.