ალეგრი: “იუვენტუსის” პრიორიტეტი სერია ა-ს მოგებაა”
სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსს” დაუპისპირდება. აღნიშნული მატჩის წინ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.
“ახლა იწყება პერიოდი, რომელში არსებულ თამაშებშიც კიდევ უფრ დიდი ენთუზიაზმი და მატჩის მოგების განსაკუთრებული სურვილი უნდა გამოვიჩინოთ. კარგი მატჩი იქნება, თუმცა, ჩვენი პრიორიტეტი სერია ა-ა. “რეალის” წინააღმდეგ კი რეალობიდან გამომდინარე, ამბიციით ვიბრძოლებთ.”
“კუადრადო და კიელინი სრულ მწყობრში არიან. შესაბამისად, ისინი შეძლებენ მადრიდელთა წინააღმდეგ თამაშს. ბერნანდესკი მომდევნო კვირაში დაბრუნდება, ხოლო ალექს სანდრო მცირე დისკომფორტს განიცდის. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ასპარეზობას,” – აცხადებს ალეგრი.