ყაზახი ძალოსნის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში (ფოტო)
ყაზახმა ძალოსანმა, ილია ილინმა სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძესთან და კახი კახიაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ემოციური ტექსტი დაურთო.
ილინი მსოფლიოს ოთხგზის და აზიის ორგზის ჩემპიონია. მან ორჯერ (2008 და 2012 წლებში) ოლიმპიური თამაშების მოგებაც მოახერხა. 2016 წელს ილინის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები აღმოაჩინეს, რის გამოც მას ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლები ჩამოერთვა.
ყაზახი სპორტსმენი ამჟამად რუმინეთში იმყოფება, სადაც ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
“მოგესალმებით ყველას!
გუშინდელი დღე ჩემთვის შთაბეჭდილებებითა და სასიამოვნო შეხვედრებით სავსე იყო. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კონტინენტის პირველობაზე, ევროპის ჩემპიონატზე ვიმყოფები, საიდანაც ახლა ამ პოსტს ვწერ. მიხარია, რომ ახლა იმ მეგობრებთან ერთად ვარ, რომლებსაც ვგულშემატკივრობ.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, ჩემი დისკვალიფიკაციის გამო, ჩემს მისამართით არასასიამოვნო მზერა იქნებოდა. მაგრამ, შევცდი, ძალიან თბილად შემხვდნენ. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ ამ სამ ადამიანს ექვსი ოლიმპიური ოქროს მედალი ეკუთვნის. მარცხნიდან ლაშა ტალახაძე, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, შუაში – კახი კახიაშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მე!
ფოტო, რომელიც 20 წელიწადში ისეთივე ლეგენდარული იქნება, როგორი ლეგენდარულებიც ამ ფოტოზე მყოფი ადამიანები არიან”, – წერს ილინი Instagram-ში.