გატუზო: “ჩალჰანოღლუს ერთი ადგილი რომ გაენძრია, მეორე გოლს არ გავუშვებდით”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ტურინის “იუვენტუსთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“როსონერის” თავკაცმა ჰაკან ჩალჰანოღლუ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ კუადრადოს გოლამდე, თურქმა შემტევმა ბურთი ტურინელთა ნახევარზე დაკარგა, რასაც “იუვენტუსის” კონტრ-შეტევა და კოლუმბიელი ფეხბურთელის გოლი მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გოლის გაშვებისთანავე გატუზომ ჩალჰანოღლუ შეცვალა.
“ჩალჰანოღლუს გავუბრაზდი, რადგან როცა მან ბურთი დაკარგა, თანაგუნდელთან კამათი დაიწყო. მე ეს არ მომწონს. მან მინდორზე დაიხედა, შემდეგ კი თანაგუნდელს ყვირილი დაუწყო. ერთი ადგილი რომ გაენძრია და ბურთის დაკარგვისთანავე სირბილი დაეწყო, გოლს აღარ გავუშვებდით.
მართალია, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება ვერ შევძელით. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვუმატოთ. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, “იუვენტუსისათვის” კონკურენციის გაწევა ვერ მოვახერხეთ. კარგი თამაშის გამო, აქ ღიმილიანი სახით ვერ ვიჯდები. თუ ვინმე ასეთ მარცხს შეეგუება, მაშინ ის ჩემპიონი ვერასოდეს გახდება”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.
How we've missed you @Cuadrado
pic.twitter.com/RxKOI1ACvD— Juvefc.com (@juvefcdotcom) March 31, 2018