ბონუჩი: “გოლის აღნიშვნას არ ვაპირებდი, მაგრამ…”
“მილანის” კაპიტანმა, ლეონარდო ბონუჩიმ ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის გოლის აღნიშვნას არ გეგმავდა.
როგორც იცით, 31 მარტს “იუვენტუსმა” “მილანი” ტურინში ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ბონუჩის, რომელმაც ყოფილი გუნდის კარი აიღო, ტურინელი ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ. 30 წლის ფეხბურთელმა 28-ე წუთზე გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა.
“ვფიქრობდი, რომ გულშემატკივების ნახევარი უარყოფითად შემხვდებოდა. მათ გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის დაესტვინათ – ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შვიდი წლის განმავბლობაში “იუვენტუსს” ღირსეულად ვემსახურე. გოლის აღნიშვნა იმ წამებში, ემოციებზე დაყრდნობით მოხდა.
“იუვეს” ფანების საწინააღმდეგოდ ბოროტი ჩანაფიქრი არც მქონია. ძალიან ემოციური მატჩი გამოვიდა. გოლის აღნიშვნას არ ვაპირებდი, მაგრამ სტვენამ ამისაკენ მიბიძგა”, – უთხრა ბონუჩიმ Sky Sport Italia-ს.