ლეგიონი: ლორია “კრასნოდართან” დამარცხდა, ტაბიძე – “ზენიტთან”
დღეს რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები შედგა. “სტადიონ ფკ კრასნოდარზე” ადგილობრივი “კრასნოდარი” “ანჟის” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში ქართველი მეკარე, გიორგი ლორია თამაშობს. ხოლო, მასპინძელ გუნდში, თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს.
საქართველოს ნაკრების მეკარემ სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა ერთი გოლი გაუშვა, მისი ავტორი შვედი ვიქტორ კლაესონი გახდა. მატჩის მეოთხე დამატებით წუთზე 23 წლის უკრაინელმა მცველმა, ოლეგ დანჩენკომ შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. ამ ფრის შემდეგ “კრასნოდარი” 41 ქულით მეხუთეა, ხოლო “ანჟის” 24 ქულა დაუგროვდა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 საფეხურზე იმყოფება.
კიდევ ერთი დაპირისპირება, რომელიც დღეს პრემიერ ლიგაში შედგა, “უფასა” და “ზენიტის” შეხვედრაა. პირველ მათგანში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოდის. 22 წლის მოთამაშემ ძირითადიდან დაიწყო ასპარეზობა და 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი კი ანგარიშით, 1-2 დამარცხდა. ამჟამად, “უფას” 34 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.