WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (358390) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

თბილისის “დინამო” ECA– ს საიუბილეო ასამბლეაზე

თარიღი: აპრილი 2, 2018

27 მარტს იტალიის დედაქალაქ რომში ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) გენერალური ასამბლეის პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც ასოციაციის 163 კლუბმა მიიღო მონაწილეობა. “დინამოდან” ECA- ს მეოცე სესიაზე, რომელზეც ამავე ორგანიზაციის ათი წლის იუბილე აღინიშნა მიწვეული იყო კლუბის დირექტორი – ზურა ცინცაძე და კლუბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ტრანსფერების მენეჯერი – თეა შამათავა. შეგახსენებთ, რომ “დინამო” ECA- ს დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.

სესიას მიწვეული კლუბების წარმომადგენელთა გარდა, ასევე უეფას და ფიფას პრეზიდენტები – ალექსანდერ ჩეფერინი და ჯანი ინფანტინო ესწრებოდნენ. ECA- მ წარმოადგინა წლის შემაჯამებელი რეპორტი და სამომავლო გეგმები. აქტუალური იყო უეფას მიერ ევროთასებზე ასპარეზობიდან შემოსული თანხების შესაბამისობაში მოყვანის საკითხები კლუბის გაწეულ ხარჯებთან. განიხილეს ტრანსფერებთან დაკავშირებული საკითხები და ასევე უეფას ახალ ციკლში შესული გარკვეული ცვლილებების შესახებ ამცნეს კლუბების წარმომადგენლებს.

აღმასრულებელ საბჭოში მოხდა ჩვენი დივიზიონის წარმომადგენლის არჩევა და ამ პოსტს ისლანდიური “ჰაფნარფიორდურის” წარმომადგენელი – ვიდარ ჰალდორსონი დაიკავებს.

Fcdinamo.Ge



მსგავსი სიახლეები