საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თურქეთში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
3 აპრილიდან საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშების შემდეგ, 9 აპრილს ზვიად ჯელაძის გუნდი სტამბულში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს თურქეთის 16-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრები 10 და 12 აპრილს გაიმართება.
მთავარ მწვრთნელს სტამბულში 19 ფეხბურთელი მიჰყავს, რომელთაც ამ შემადგენლობიდან შეარჩევს:
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);
მცველები: საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), დათი ჩინჩალაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ალექსანდრე ტეფნაძე (დინამო თბ), ბექა ღირდალაძე (ტორპედო), გიგი ტალახაძე (აკადემია-ზუგდიდი);
ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), გიორგი სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ლევან ფირცხალაიშვილი (დინამო თბ), ივანე ფოცხვერია (აკადემია-ზუგდიდი);
თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).
Gff.Ge