ზიდანი: “ისკო? ესპანეთი წელიწადში რვა თამაშს ატარებს, “რეალი” – სამოცზე მეტს”
ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” გასამართი მატჩის წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
“გასულ წელს სულ სხვა სიტუაცია იყო და სხვა გეგმა გვქონდა, დღეს კი ყველაფერი შეცვლილია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც 10 თვის წინ მოხდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს.
ვიმედოვნებ, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე იქნებიან არ იფიქრებენ, რომ მათი არ გვჯერა. გუნდი არ არის დაყოფილი ძირითადის და სათადარიგო ფეხბურთელებად, ყოველი მათგანი ერთ მიზანს ემსახურება. 25 ძლიერი ფეხბურთელი გვყავს და თითოეული მათგანს გამოვიყენებთ.
ისკოც ისევე მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენთვის, როგორც სხვა დანარჩენები. ესპანეთის ნაკრებში ყველაფერი სხვაგვარად არის, ისინი რვა თამაშს ატარებენ წელიწადში, ჩვენ – 60-ზე მეტს. როდესაც ყველაფერი მორჩება, თითოეული ფეხბურთელი იგრძნობს, რომ ამაში წვლილი მათაც მიუძღვით,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.