“რეალმა” “იუვენტუსი” დაამარცხა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და მადრიდის “რეალს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. “სამეფო კლუბი” მესამე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დააწინაურა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის 64-ე წუთზე აკრობატული ნახტომით ბრწყინვალე გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. ტურინელთა მდგომარეობა 66-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც პაულო დიბალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შესაბამისად, არგენტინელი ფეხბურთელი საპასუხო მატჩსაც გამოტოვებს. 72-ე წუთზე მარსელომ ჯანლუიჯი ბუფონის კარში მესამე ბურთიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 0:3.
წყვილის განმეორებითი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 11 აპრილს ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (I მატჩი)
“იუვენტუსი” — “რეალი” 0:3 (0:1)
გოლები: რონალდუ 3′, 64′, მარსელო 72′.
გაძევება: დიბალა 66′.