კლოპი: “ვიცით, რა დონისაა “სიტი”, თუმცა, ჩვენს შესაძლებლობებშიც მშვენივრად ვერკვევით”
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა შეიქმნა.
თამაშის შემდეგ, გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პირველი ნახევარი შესანიშნავი იყო. ზუსტად, ასე უნდა გამოვიყურებოდეთ ყოველთვის. ვიცით, რა დონისაა “სიტი”, თუცმა ჩვენს შესაძლებლოებშიც ვერკვევით. პრემიერ ლიგაში ბურთი რომ გვეკოტროლებინა და, ისეთი გუნდებისთვის, როგორი “სიტია”, ის არ ჩაგვებარებინა, ახლა პირველადგილოსანთან უფრო ახლოს ვიქნებოდით. დავკარგეთ სალაჰი ტრავმის გამო, ხოლო ჰენდერსონს დისკვალიფიკაცია აქვს. ეს კარგად არ ჟღერს. მომ მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა, ვნახოთ, რამდენ ხანში დაგვიბრუნდება ის,” – ამბობს გერმანელი.