დე ბრეინე: “სიტიში” გადასვლის სასარგებლოდ უარი ამ ტოპკლუბებს ვუთხარი”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრეინემ 2015 წლის მოვლენები გაიხსენა, როდესაც “ვოლფსბურგიდან” ინგლისურ გუნდში გადაბარგდა.
“მაშინ მიუნხენის “ბაიერნისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ვარიანტებიც მქონდა. გარდა ამისა, “ვოლფსბურგშიც” შემეძლო დარჩენა. რატომ ავირჩიე “მანჩესტერ სიტი”? სათამაშო სტილის გამო. ვფიქრობ, “მანჩესტერ სიტის” სტილი ყველაზე მეტად მერგება”, – ციტირებს დე ბრეინეს სიტყვებს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ “ქალაქელებმა” ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც მაშინ კლუბისთვის სარეკორდო თანხა გახლდათ. კევინ დე ბრეინე დღემდე “მანჩესტერ სიტის” ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ითვლება.