ზიდანი: “არ ვიცი, რატომ მოიგო “რეალმა” ჩემს ხელში მეტი ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე ლა ლიგა”
დღეს “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი შედგება. ამ დაპირისპირებამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“არ ვიცი, რატომ მოიგო “რეალმა” ჩემს ხელში მეტი ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე ლა ლიგა. ამის ახსნა არ შემიძლია. ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს, თუმცა ზოგჯერ, კონკრეტულ ასპარეზზე საქმე სათანადოდ არ მიდის. ამის მაგალითი ეს სეზონია. გვქონდა რთული დრო, განსაკუთრებით, მაშინ, როცა გატანა გვიჭირდა – თუმცა, ახლა ეს ფაზაც გამოვასწორეთ. მინდა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგო – ანუ გავაკეთო ყველაზე რთული რამ. სწორედ ეს სურთ ბიჭებსაც.”
“უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ხესუს ვალეხო მწყობრშია და მას შეუძლია დაცვაში დანაკლისის (ნაჩო და რამოსი, ავტ.) შევსება გარკვეულ დონეზე. ბენზემა ისევ ისე აკეთებს სამქეს, როგორც ადრე ასრულებდა. თუმცა, მან მეტი გოლი უნდა გაიტანოს. მთავარია, რომ მუდამ შრომობს და ცდილობს, უკეთესი იყოს,” – აცხადებს “ზიზუ”.