“რომამ” “ბარსელონა” გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)
“რომამ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დიდი სენსაცია მოახდინა და ტურნირს “ბარსელონა” გამოთიშა. როგორც მოგეხსენებათ, “ბლაუგრანამ” “ნოუ კამპზე” გამართული პირველი შეხვედრა 4:1 მოიგო და საქმის ნახევარი გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ რომაელები საპასუხო მატჩში მოედანზე საოცრად მოტივირებულნი გამოვიდნენ და სასურველ შედეგსაც დამსახურებულად მიაღწიეს. იტალიურმა გუნდმა “ბარსელონა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
რომაელები მე-6 წუთზე ედინ ჯეკომ დააწინაურა. 58-ე წუთზე დანიელე დე როსიმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ხოლო 82-ე წუთზე კოსტას მანოლასმა “ბარსელონას” კარში მესამე ბურთი გაიტანა და “რომას” ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოუპოვა.
“რომა” ნახევარფინალში მეტოქის ვინაობას პარასკევს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“რომა” — “ბარსელონა” 3:0 (1:0; ორი მატჩის ჯამში 4:4)
გოლები: ჯეკო 6′, დე როსი 58′ (პენ), მანოლასი 82′.