WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (359011) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,50) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ბარსელონასგან” განსხვავებით კოუტინიო ჩემპიონთა ლიგის მედლის მოგების შანსს ინარჩუნებს

თარიღი: აპრილი 11, 2018

“ბარსელონას” ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო თანაგუნდელებისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგის მედლის მოგების შანსს ინარჩუნებს. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიური გუნდი “რომამ” ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოთიშა (4:1 – “ნოუ კამპზე”, 3:0 – “სტადიო ოლიმპიკოზე”).

ბრაზილიელ ფეხბურთელს სეზონის პირველი ნახევარი “ლივეპრულში” აქვს გატარებული და საერთაშორისო არენაზე “ბარსელონას” რიგებში თამაშის უფლება არ აქვს. კოუტინიომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუთი მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“ლივერპულმა” ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” ბარიერი დაძლია (3:0 – “ენფილდზე”, 1:2 – “ეტიჰადზე”) და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. იურგენ კლოპი მომდევნო მეტოქის ვინაობას 13 აპრილს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.

უეფას რეგლამენტის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და ტურნირის ფინალისტს 40-40 მედალი გადაეცემათ. შესაბამისად, თუ “ლივერპული” ფინალში გავა და კლუბის ხელმძღვანელები ამ წარმატებაში კოუტინიოს წვლილის დაფასებას გადაწყვეტენ, ბრაზილიელმა შესაძლოა, მედალიც მიიღოს.



მსგავსი სიახლეები