ბუფონი მსაჯზე: “თუ პიროვნულად ძლიერი არ ხარ, მაშინ სახლში უნდა დარჩე და…”
ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მადრიდის “რეალთან” დასრულებული მატჩის შემდეგ მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი გააკრიტიკა.
როგორც იცით, 93-ე წუთზე, როცა ტურინელები სამბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, არბიტრმა “იუვენტუსის” წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ბუფონი კი მოედნიდან გააძევა.
“კარგად ვარ, ცხოვრება გრძელდება. გახარებული და ამაყი ვარ ჩემი გუნდის ასეთი თამაშით. ვფიქრობ, ასეთ “იუვეს” კიდევ ვიხილავთ. მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა, რომელიც მხოლოდ მან დაინახა. ადამიანმა ასეთი საეჭვო ეპიზოდის გამო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა არ უნდა დატოვო. არბიტრი თამაშს მაშინ გამოეთიშა, როცა უკვე ბოლო წამები იყო… თუ პიროვნულად ძლიერი არ ხარ, მაშინ სახლში უნდა დარჩე და ოჯახის წევრებთან ერთად კარტოფილი მიირთვა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.