“რუსთავმა” “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის გახსნითი მატჩი შედგა: “მიხეილ მესხზე” ერთმანეთს “რუსთავი” და “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ორი გოლი გავიდა, ორივე პირველ ტაიმში. მეორე წუთზე ზაზა ციცქიშვილის პასის შემდეგ, მამუკა კობახიძემ გახსნა ანგარიში. ხოლო, 41-ე წუთზე თავად ციცქიშვილმა შეაგდო. საბოლოოდ – 2-0 “რუსთავის” სასარგებლოდ.
ამ მატჩის შემდეგ რუსთაველებს ცხრა ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე არიან. “კოლხეთი” ოთხი ქულით მეცხრე პოზიციაზეა.