მაიკლ ოლივერს მოკვლით ემუქრებიან
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (1:3) მთავარ არბიტრ მაიკლ ოლივერსა და მის მეუღლეს ემუქრებიან.
ინგლისელი მსაჯი სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული არ არის, თუმცა მის მეუღლეს ტვიტერზე საკუთარი პროფილი აქვს. თავიდან სწორედ სოცილური ქსელის მეშვეობით მიიღეს მუქარის შემცველი წერილები ოლივერმა და მისმა მეუღლემ, მოგვიანებით კი მათი ტელეფონის ნომრებიც გახდა ცნობილი. უცნობი პირები ოლივერსა და მის ცოლს ურეკავენ და მოკვლით ემუქრებიან. გამოძიება უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლივერმა მატჩის 93-ე წუთზე საეჭვო ვითარებაში “იუვენტუსის” კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, ჯანლუიჯი ბუფონს კი გაცხარებისთვის წითელი ბარათი უჩვენა. მოგვიანებით იტალიელმა მეკარემ თქვა, რომ ინგლისელ მსაჯს მკერდში გულის ნაცვლად ნაგვის ურნა აქვს.