პასტორემ თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ხავიერ პასტორეს “პსჟ”-ში სათანადო რაოდენობის სათამაშო დრო არ ეძლევა. გუნდში ამდენი ვარსკვლავის არსებობის გამო, არგენტინელი ხშირად ზის სათადარიგოთა სკამზე. 28 წლის ნახევარმცველს ჰკითხეს, რას აპირებს მომავალ ზაფხულში.
“ჯერ კიდევ არ ვიცი. მინდა, სეზონი წარმატებით დავასრულო. ერთ თასზე გვაქვს სათამაშო. მის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ხოლო, ამის შემდეგ სიტუაციას უკეთ შევაფასებ და გადაწყვეტილებას მივიღებ,” – ამბობს ხავიერი.
ცნობისთვის, გეტყვით, რომ პასტორე პარიზულ კლუბში 2011 წელს გადავიდა. მან ამ სეზონში, ლიგა 1-ში ოცი თამაში ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.