იტალიელმა მეკარემ ბუფონის ფრაზა აიტაცა: “მსაჯს გულის ნაცვლად ლუდის ყუთი აქვს” (ვიდეო)
ჯანლუიჯი ბუფონის ფრთიანი ფრაზა უმალ აიტაცა საფეხბურთო საზოგადოებამ.
იტალიის ჩემპიონატის რანგით მერვე დივიზიონში მოასპარეზე “მონფალკონეს” კიპერმა მიკელე კონტენტომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე მეტოქე წააქცია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.
კონტენტომ მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ბუფონის მიერ თქმული წინადადების პერიფრაზირება მოახდინა:
“მსაჯს გულის ნაცვლად ლუდის ყუთი აქვს”.
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (1:3) შემდეგ ბუფონმა არბიტრ მაიკლ ოლივერზე თქვა, რომ მას მკერდში გულის ნაცვლად ნაგვის ურნა აქვს.
Michele Contento,portiere del Monfalcone, viene espulso al terzo minuto di gioco e nelle interviste del post gara imita #Buffon
“..al posto del cuore ha una cassa di birra” ?
— Francesco Littera (@fralittera) 16 April 2018