ვალვერდე: “თასის მოგება საუკეთესო გზაა ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის დასავიწყებლად”
კოპა დელ რეის ფინალი უკვე კარს მოგვადგა, ერნესტო ვალვერდე კი უკვე ემზადება თავისი პირველი ჩემპიონობის აღსანიშნავად. ესპანეთის თასის მოგებით, “ატლეტიკის” ყოფილი დამრიგებელი, გულშემატკივართა გულის მოგებას გეგმავს.
“კოპა დელ რეის მოგება საუკეთესო საშუალებაა ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის დასავიწყებლად. “ბარსელონასთვის” მოგება ვალდებულებაა, იქნება ეს კოპა დელ რეი, ჩემპიონატი თუ ჩემპიონთა ლიგა.
რაც შეეხება ზეწოლას, დაახლოებით ისეთივეა, როგორც სხვა ფინალების წინ. შესაძლოა, ფავორიტებად ჩვენ ვითვლებოდეთ, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მაინც მოედანზე გადაწყდება.
ფავორიტები ჩემპიონთა ლიგაზეც ვიყავით, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით. როცა “ატლეტიკს” ვწვრთნიდი, არ მიმაჩნდა, რომ “ბარსელონას” დამარცხება შეუძლებელი იყო, ეს უბრალოდ ბრწყინვალე შანსი იყო თავის წარმოჩენის,” – აცხადებს ვალვერდე.
აღნიშნული მატჩი სტარტს 21 აპრილს, 23:30 საათზე აიღებს.