დვალიშვილი საიმონთან დამარცხდა – მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება? (ვიდეო)
22 აპრილს, თბილისის დროით, გამთენიისას UFC-ში რიგით მეორე ბრძოლა გამართა მერაბ დვალიშვილმა, რომელიც ამერიკელ რიკი საიმონს დაუპირისპირდა.
პირველი ორი რაუნდის განმავლობაში, ქართველი მებრძოლი საიმონს ჯობდა და მისი ნოკაუტში ჩაგდების შანსიც ჰქონდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. მესამე რაუნდის მიწურულს, ამერიკელმა სპორტსმენმა დვალიშილი შებოჭა, მაგრამ ქართველი არ დანებდა და მთელი დროის განმავლობაში ცდილობდა თავის დაძვრენას. მიუხედავად ამისა, მსაჯებმა საიმონს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაუთვალეს.
დვალიშვილი-საიმონის დაპირისპირებას სოციალურ ქსელებში ბევრმა გულშემატკივარმა “დღის საუკეთესო ორთაბრძოლაც” კი უწოდა.
Somehow he didn't tap ? pic.twitter.com/tBk6I2db3u
— FOX Sports: UFC (@UFCONFOX) April 22, 2018
MERRRRRRABBBBB!!! * @MattSerraUFC voice * #UFCAC pic.twitter.com/KF7vw4DU6j
— UFC (@ufc) April 22, 2018