როგორ ეხმაურებიან UFC-ის მებრძოლები დვალიშვილი-საიმონის შეხვედრას?
22 აპრილს, თბილისის დროით, გამთენიისას UFC-ში რიგით მეორე ბრძოლა გამართა მერაბ დვალიშვილმა, რომელიც ამერიკელ რიკი საიმონს დაუპირისპირდა.
პირველი ორი რაუნდის განმავლობაში, ქართველი მებრძოლი საიმონს ჯობდა და მისი ნოკაუტში ჩაგდების შანსიც ჰქონდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. მესამე რაუნდის მიწურულს, ამერიკელმა სპორტსმენმა დვალიშილი შებოჭა, მაგრამ ქართველი არ დანებდა და მთელი დროის განმავლობაში ცდილობდა თავის დაძვრენას. მიუხედავად ამისა, საიმონს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაუთვალეს.
მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ უცხოელი გულშემატკივრები. დვალიშვილს ბევრი აქებდა და მათი აზრით, გამარჯვება სწორედ ქართველს უნდა დარჩენოდა.
ჯეირდ გორდონი (UFC-ის მებრძოლი): “ასეთი რამ არასოდეს მინახავს. მერაბი შებოჭვის დროს, 30 წამის განმავლობაში ფეხებს ამუშავებდა.”
Holy shit ive never seen anything like that. Mirab doing the bicycle for over 30 seconds defending a guillotine #UFCAC
— Jared Gordon (@JFlashGordonMMA) April 22, 2018
რაფაელ დოს ანხოსი (UFC-ის ყოფილი ჩემპიონი): “ეს ორი ბიჭი დღის მთავარ ჩხუბს იმსახურებს.”
These two guys deserve fight of the night
— Rafael dos Anjos (@RdosAnjosMMA) April 22, 2018
“როგორ უნდა შეჩერდეს შეხედრა, როცა მსაჯს არ შეუჩერებია… და, გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით? ძალიან დაბნეული ვარ.”
How do you make it to the final bell without the referee stopping it … and still lose by TKO? Because he wouldn't be able to continue in a fight that was OVER? I am so confused. Help. #UFCAC
— Simon Samano (@SJSamano) April 22, 2018
მაიკ როდესი (UFC-ის ყოფილი მებრძოლი): “მერაბს გამარჯვება უნდა ჩაუთვალონ.”
No way mareb should be able to win that fight
— Mike "Biggie" Rhodes (@TeamRocBiggie) April 22, 2018
ნიკ ნიუელი (MMA-ს მსოფლიო ჩემპიონი): “ასეთი რამ აქამდე მომხდარა?”
Has that ever happened before?
— Nick Newell (@NotoriousNewell) April 22, 2018
მეთ ბრაუნი (UFC-ის მებრძოლი): “მსაჯის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები.”
I do not agree with that ref call #UFCAC
— Matt Brown (@IamTheImmortal) April 22, 2018