საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ რუსეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისათვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოს სამივე ჩემპიონი – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშილი და ზურაბ იაკობიშვილი დაიცავენ. ევროპირველობაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში წარსდგება ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც ახალ 65 კგ. წონით კატეგორიაში პირველად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები:
57 კგ – ოთარ გოგავა (ევროპის ერთა თასის გამარჯვებული 2016)
61 კგ – ბექა ლომთაძე (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 2016)
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი 2016, მსოფლიოს ჩემპიონი 2015, სამგზის ევროპის ჩემპიონი (2014, 2016, 2017)
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი 2017)
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე (ევროპირველობის გამარჯვებული U23 – 2017)
79 კგ – ჯუმბერ ყველაშვილი (ევროპული თამაშების პრიზიორი 2015)
86 კგ – სანდრო ამინაშვილი (ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი 2015)
92 კგ – ირაკლი მწითური (მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი U23 – 2017)
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე (ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი-2015 და ევროპის პრიზიორი 2016, 2017)
125 კგ – გენო პეტრიაშვილი (რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი – 2016, მსოფლიოსა 2017 და ევროპის ჩემპიონი 2016)
საქართველოს ნაკრები დაღესტანში 2 მაისს გაემგზავრება, ევროპირველობაზე კი 4-6 მაისს იასპარეზებს. შეჯიბრება 10 წონით კატეგორიაში 2 დღიანი ფორმატით გაიმართება.
4 მაისი: 57, 65, 70, 79, 97 კგ (წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები)
5 მაისი: ფინალური ბლოკი
5 მაისი: 61, 74, 86, 92, 125 კგ (წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები)
6 მაისი: ფინალური ბლოკი.