დი ფრანჩესკოს კომენტარი “ლივერპულთან” მარცხის შემდეგ
დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. მარცხის შემდეგ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ კომენტარი გააკეთა.
“კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ თავი დავკარგეთ. თამაშიდან ამოვვარდით და როცა დავბრუნდით, უკვე გვიან იყო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ამ ანგარიშის შემოტრიალება შეგვიძლია. ჩემი აზრით, ეს არ იქნება ისეთი შეხვედრა, როგორიც “ბარსელონასთან” ჩავატარეთ. გაცილებით რთულ დაპირისპირებას ველი. თუმცა, ჩვენი თავების უნდა ვირწმუნოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლოს, როცა ორჯერ გავუტანეთ მეტოქეს. სალაჰს ჟესუსის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში ბევრჯერ მოუწია. ასეთი რამის ვარაუდი შეიძლებოდა მარტივად, რადგან წინ სამი შემტევი ჰყავთ. აქედან დაიწყო ყველაფერი – წავაგეთ ბევრი დუელი, გავუშვით პირველი გოლი, რასაც შემდეგ მთლიანად კონტროლის დაკარგვა მოჰყვა,” – ამბობს დი ფრანჩესკო.