ჰაინკესის კომენტარი “რეალთან” მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მადრიდის “რეალთან” დამარცხების შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა პრესკონფერენცია გამართა.
“რთულია, როცა დასაყრდენ მოთამაშეებს, რობენსა და ბოატენგს ნაადრევად კარგავ. ამის შემდეგ კი ძალიან სულელური გოლი გავუშვით. ჩვენ მათ ორი გოლი ვაჩუქეთ. მართლა! თუმცა, ძალიან ბევრი შანსი შევქმენით. უბრალოდ, შესაძლებლობების უმეტესობა ვერ გამოვიყენეთ. არ დავნებდებით. წინ კიდევ ორი შეხვედრაა. დაცვაში ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება. როცა ამ დონის მატჩს ატარებ, წარმოუდგენელია, მეტოქეს ასეთი საჩუქარი გაუკეთო. ხოლო, აუცილებელია, რომ ამდენი შესაძლებლობიდან, რას შეიძლება, მეტი შენთვის სასარგებლოდ დაასრულო.”
“ძალიან უცნაურია, რომ ამდენი მომენტი გავანიავეთ. არასდროს მინახავს, როცა ნახევარფინალში ასეთი უპირატესობა გვქონოდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოლო ფაზაში სათანადოდ ვერ ვთამაშობდით. გვსურს, მომდევნო კვირაში ეს ჩამორჩენა აღმოვფხვრათ. ეს ჩვენი ვალდებულებაა,” – ამბობს ჰაინკესი.