ეროვნული ლიგა: “ჩიხურამ” ლიდერ “საბურთალოს” სძლია და ცხრილში წინ წაიწია (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩი ივანწმინდაში, “ცენტრალურ სტადიონზე” გაიმართა. ერთმანეთს საჩხერის “ჩიხურა” და თბილისის “საბურთალო” დაუპირისპირდნენ.
ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა: გიორგი რეხვიაშვილმა დედაქალაქელები წინ გაიყვანა. თუმცა, 17 წუთში ირაკლი ლექვთაძემ წონასწორობა აღადგინა. ხოლო, 90-ე წუთზე კახა კახაბრიშვილმა ლევან კაკუბავას გადაცემის შემდეგ “ჩიხურას” გამარჯვების გოლის გატანა შეძლო. საბოლოოდ, 2-1 საჩხერელთა სასარგებლოდ.
ამ მოგების შემდეგ სამსონ ფრუიძის შეგირდებს 15 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან. ხოლო, “საბურთალო” 18 ქულით, ჯერჯერობით, პირველია.