როგორ გამოეხმაურა ზურაბ ზვიადაური ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას
ყოფილი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში გამართულ ჩემპიონატზე ერთი მედალის მოპოვებაც ვერ შეძლო. ზვიადაური თვლის, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ქართულ ძიუდოს ანადგურებს.
“დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი – 0!
მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი, მინდა, კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში!
არ ვიცი, საიდან დავიწყო… ამას ვიძახოდი წლების უკან, რომ ქევხიშვილი ანაdგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე… შეიძლება, კიდევ ის მომაწერონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია, გარდა კეთილდღეობისა! მინდა, ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს, ეს ტყუილია! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით… აი, თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორტსმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი… ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!”