ერნესტო ვალვერდე: “არ მოვიტყუებ თავს და ვიტყვი, რომ ინიესტა შეუცვლელია”
დღეს ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურში კატალონიის “ბარსელონა” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” ქულაც ყოფნის ჩემპიონობისთვის.
კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც ის ანდრეს ინიესტას გუნდიდან წასვლასაც შეეხო.
“ანდრესს ვესაუბრე. თუმცა, ამის განხილვა არ მსურს. არ მინდა, თავი მოვიტყუო – ვიცი, რომ ინიესტა შეუცვლელია. რთულია, ვთქვა, რას გავაკეთებთ, რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი ვიპოვოთ. როცა ასეთი მოთამაშე გუნდს ტოვებს, ბალანსის ძებნა სხვა რამეში უნდა დაიწყო. ეს კი, ადვილი საქმე არაა,” – ამბობს ვალვერდე.