ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის. მასთან ერთად, გათავისუფლებულები არიან სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებიც.
ქევხიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქართულ ძიუდოში.
“რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიუღწევლობას აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, მაგრამ დღეს ამის მოყოლას, ბუნებრივია, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასათვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. კარგად გვესმის, რომ ეს სპორტია და ყოველთვის შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიზიარებთ.
მე ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც აღნიშნულ სიტუაციას სრულად აცნობიერებს. შესაბამისად, ისიც და სამწვრთნელო შტაბიც ეროვნულ ნაკრებთან საწვრთნელ პროცესს აღარ გააგრძელებს. უახლოეს პერიოდში ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რათა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს კარგად შევხვდეთ”, – აცხადებს