ხამეს როდრიგესი: “ბერნაბეუსთან” კარგი გრძნობები მაკავშირებს”
დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
“ბლანკოსის” კუთვნილებაში მყოფმა და “რეკორდმაისტერში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ “ბერნაბეუზე” ვბრუნდები. ეს ჩემი სახლი იყო და მასთან კარგი გრძნობები მაკავშირებს. არ მინდა, ვინმეს რამე დავუმტკიცო, ან რევანშზე ვიფიქრო; უბრალოდ, მსურს, ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დავეხმარო. “რეალს” თუ გავუტან, ამას არ აღვნიშნავ. აქ სამი უნიკალური წელი გავატარე, როცა საერთოდ ყველაფერი მოვიგე. ეს პატივისცემის საკითხია და ამას ვითვალისწინებ. ზიდანის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არ ვარ გაბრაზებული და კონკრეტულად მისისდამარცხებაც არ მსურს. უბრალოდ, მოწყურებული ვარ, რომ კარგი თამაში ჩავატარო,” – ამბობს ხამესი.