“ბაიერნი” დიბალას სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ამზადებს
გერმანული “ბილდის” ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის “ბაიერნი” ტურინის “იუვენტუსიდან” პაულო დიბალას გადაბირებას შეეცდება. წყაროს თანახმად, ბავარიული გუნდი 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ას მილიონ ევროს ამზადებს.
უცხოურ პრესაში გვარცელებული ინფორმაციით, “ბაიერნის” ხელმძღვანელობა პაულო დიბალას რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს. პოლონელმა ფეხბურთელმა ზაფხულში შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ დიბალა “იუვენტუსში” 2015 წელს “პალერმოდან” გადავიდა. მაშინ “ბებერმა სინიორამ” არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადა.
პაულო დიბალასა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. ფეხბურთელით “პარი სენ-ჟერმენი”, “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკოც” არიან დაინტერესებულნი.