ევროპის ლიგის ფინალისტები გამოვლინდნენ
3 მაისს, უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ტურნირის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “ატლეტიკო” და “მარსელი” დაუპირისპირდებიან.
“ატლეტიკო” – “არსენალი” 1:0
ორი მატჩის ჯამში – 2:1
მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა. მადრიდელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებით წუთებში დეიგო კოშტამ გაიტანა.
“სალსბურგი” – “მარსელი” 2:1
ორი მატჩის ჯამში – 2:3
პირველი მატჩის შემდეგ, ცოტა თუ ელოდა იმას, რომ “სალსბურგი” “მარსელს” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხებდა. ანგარიში 53-ე წუთზე ჰაიდარამ გახსნა, 65-ე წუთზე სარის ავტოგოლის შემდეგ კი ანგარიში 2:0 გახდა. ამ წყვილში გამარჯვებული დამატებით ტაიმებში გამოვლინდა. 116-ე წუთზე, სტუმართა მცველმა, როლანდომ მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ევროპის ლიგის ფინალი 16 მაისს გაიმართება.