გვარდიოლა: “იაია ტურე კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ გუნდის ნახევარმცველი, იაია ტურე სეზონის ბოლოს “ქალაქელი” აღარ იქნება.
“იაია ტურე მომავალ სეზონში გუნდში დარჩენას აღარ აპირებს. ხოლო, ამ სეზონში, ბოლო საშინაო მატჩი “ბრაიტონთან” გვექნება. შესაბამისად, ჩვენ და იაია ვეცდებით, გამარჯვებას მივაღწიოთ. გვსურს, სწორედ ტურესთვის მოვიგოთ – მას მივუძღვნათ გამარჯვება. იაია აქ თავგადასავლის დასაწყისში მოვიდა და რასაც ახლა ჩვენ წარმოვადგენთ, მისი დამსახურებაა. ის წლების განმავლობაში გუნდის საკვანძო ფიგურა იყო,” – ამბობს გვარდიოლა.