ლიპარტელიანი: “თუ ზვიადაური ფედერაციაში თანამდებობას დაიკავებს, სპორტიდან წავალ”
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ქართულ ძიუდოში მიმდინარე პროცესი გარე ძალებით არ იმართება.
მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა. ამავდროულად, გაჩნდა აზრი, რომ ზვიადაურს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დაკავება სურს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლიპარტელიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
“თავის დროზე, ქევხიშვილი სწორედ ზვიადაურმა მოიყვანა ფედერაციაში, ახლა კი ის შეცდომის გამოსწორებას ცდილობს. მას არანაირი ამბიცია არ გააჩნია, ისიც ჩვენსავით სიმართლისთვის იბრძვის. თუ ზვიადაური ფედერაციაში რაიმე თანმდებობას დაიკავებს, მე იმ დღესვე წავალ სპორტიდან”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.